შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური...

კახა კალაძე: ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი არავინ არის

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ადგილზე რამდენიმე დღის დაგვიანებით, უპასუხა, რომ ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი და ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული არავინ არის.

ვახტანგ გომელაურს რაც შეეხება, ის არის წარმატებული მინისტრი და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახური ტრაგედიისგან, პრობლემებისგან, სირთულეებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი. მათ შორის, ვახტანგ გომელაურს და მის ოჯახს მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერმა შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბებზე, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამინდისა და ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებით ყველაფერი გაკეთდა.

გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, მიზანმიმართული სპეკულაციები ხდება. იცით, რამხელა უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს, რაჭის რეგიონს, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შეიძლება უხერხული იყოს ჩემგან ამაზე საუბარი, თუმცა, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, შეუძლია, ნახოს ღამის ხედვის სისტემა, თუ როგორ მუშაობს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამინდი. ღამის ხედვის სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ დრონებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ. ვერტმფრენები შესყიდულია და 2024 წლიდან უკვე დაიწყება მათი შემოყვანა.

შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ტრაგედიის ის მასშტაბები, თუ რაზეა საუბარი, რა უბედურება მოხდა და სტიქიამ რა მასა და ღვარცოფი ჩამოიტანა. ვერტმფრენებმა სტიქიის ადგილზე, გასაკეთებელი გააკეთეს – 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს. დღეს უკვე სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია მძიმე ტექნიკა და ყველა გადაადგილება, თუნდაც მძიმე ტექნიკის, მაშველების თანდასწრებით მიმდინარეობს. ხდება შესაბამისი არეალების მოხაზვა და განსაზღვრა, სად რა ფორმით იმუშაონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...