spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი...

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება

მალე, 50 000-ზე მეტი პაციენტი სამედიცინო მომსახურების მიღებას თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებს.

რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებული შენობის გაფართოების და ბათუმის #1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ახალი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ სერვისებს მიაწოდებს. პროექტის მიხედვით, პოლიკლინიკის ახალი შენობა დღეისთვის მოქმედი დაწესებულების გვერდით აშენდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახური დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტის განხორციელებით დაწესებულების 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება. ტერიტორიაზე ავტოპარკი და სამედიცინო ბრიგადებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის შესაბამისად, ბათუმში, ჟიული შარტავას 13-ში სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მომზადება მიმწოდებელმა, არაუმეტეს 110 კალენდარული დღეში უნდა განახორციელოს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს. წინადადების მიღება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დასრულდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...