spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც...

“მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე!” – მიხეილ სააკაშვილი

“აგვისტოს ომის” მე-15 წლისთავს ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?

როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოვიდა. ჩვენ შევათანხმეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო. იქ ნახა პუტინი და მედვედევი შემდეგ ჩამოიტანა უკან შეთანხმება, რომელსაც 1 პუნქტი დაუმატეს კერძოდ, ‘’სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს” – ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ჩვენ საკუთარი ხელმოწერით უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, მყარი უარი ვთქვი.

სარკოზი ჩემს დარწმუნებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მუდმივად იმეორებდა, ”ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო”. ამ საუბარს ჩვენი მხრიდან ესწრებოდა დავით ბაქრაძე და ჩემი ამერიკელი თანაშემწე, დენიელ კუნინი. ლეხ კაჩინსკიმ როცა გაიგო, რომ ასეთ შეთანხმებას გვახვევდნენ თავს, სცადა შეხვედრას შემოერთებოდა, მაგრამ ფრანგულმა მხარემ უარი თქვა. ბოლოს ნიკოლა სარკოზიმ ხელახლა დაურეკა მედვედევს და რუსული მხარე დათანხმდა, ხელი აეღო ამ პუნქტზე და საბოლოო ჯამში, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვაზე.

მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...