spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"საქართველოს პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს ყველას,...

“საქართველოს პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს ყველას, იქნება ის რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე” – კახა კალაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მთავარია, ყველამ დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია.

ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მედიას განუცხადა:

საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და იცავს საქართველოში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს.

საქართველოს პოლიცია კანონის ფარგლებში დაიცავს ყველას – ეს იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს პოლიციას. ისინი ყოველთვის დგანან მშვიდობის სადარაჯოზე. თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“პროპაგანდამ არ გაჭრა და ამხელა ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ – ბავშვებმა გაიმარჯვეს!” – მარიკა არევაძე

უფლებადამცველი, ქალთა მოძრაობა პროტესტSHE-ს დამფუძნებელი, მარიკა არევაძე დიუშენის სინდრომით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...