spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ინფორმაცია, რომელიც ლობისტების შესახებ FARA-ს დოკუმენტებში მჟღავნდება ჩვენ,...

“ინფორმაცია, რომელიც ლობისტების შესახებ FARA-ს დოკუმენტებში მჟღავნდება ჩვენ, ქართველ ხალხს ძალიან ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს” – ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აღნიშნული მასალები არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ხდება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის პროცესი:

,,საზოგადოება თავად ძალიან მკაფიოდ და ნათლად იმსჯელებს, თუ რა მნიშვნელობის არის თითოეული ინფორმაცია, რომელიც ამ დოკუმენტებიდან გავიგეთ. რა თქმა უნდა, ყოველ შემდეგ ჯერზე ჩვენ და ზოგადად, საზოგადოებას ნათელა წარმოდგენა ექნება, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს და რამდენად არაკეთილსინდისიერი საშუალებებით შეიძლება იყოს მოპოვებული სააკაშვილის თუ ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა, რომელიც რიგ შემთხვევაში ევროპარლამენტარების ან სხვა საერთაშორისო რაღაც პარტნიორების ან წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება.

ამერიკის კანონმდებლობით, რა თქმა უნდა, ლობიზმი არ არის დანაშაული, თუმცა, ინფორმაცია, რომელიც ლობისტების შესახებ FARA-ს დოკუმენტებში მჟღავნდება ჩვენ, ქართველ ხალხს ძალიან ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...