ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

15 ივლისს, ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმის შემდეგ ზაფხულის ფესტივალს უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 15 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება, თუმცა საბავშვო აქტივობებზე დასწრება მსურველებს 16:00 საათიდან შეეძლებათ. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი იქნება ბენდი „მგზავრები“, რომელიც ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

– 16:00-18:00 DJ memanski
– 18:00-19:00 ელანძე
– 19:00-20:00 4up
– 20:00-21:00 ჩემი ბენდი
– 21:00-22:00 melomaniakk
– 22:00-23:00 show time
– 23:00-00:00 მგზავრები / Mgzavrebi
– 00:00-02:00 dj

ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული