spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმთიანი აჭარის 10-მდე ტურისტულ მიმართულებაზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა...

მთიანი აჭარის 10-მდე ტურისტულ მიმართულებაზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. მირვეთი, ღომა, ნამეფვარი, ბრილი, ჩალეწილები, ლელთის ტბა იმ 10-მდე ტურისტულ მიმართულებას შორისაა, სადაც მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და საპიკნიკე სივრცეები ეწყობა. საპიკნიკე სივრცეების მოწყობა-განახლება ძირითადად აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ბილიკებზე მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია სოფელი მირვეთი, სადაც ულამაზეს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს.

ბილიკზე მიმდინარე სამუშაოებსა და ტურისტულ ადგილებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებთან, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო. იქვე გიდებისა და ადგილობრივების ჩართულობით განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მირვეთსა და ზოგადად, სოფლად არსებულ ტურისტულ მიმართულებებს განვითარებაში დაეხმარება.

სოფელი მირვეთი მაჭახელას ხეობაში, ბათუმიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით. სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და XII საუკუნეში აგებულ თაღოვან ხიდის. ბზის ხეებით დაბურულ ხეობაში მდებარე მირვეთის ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ტერიტორიაც, სადაც კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და კატერით გასეირნებაა შესაძლებელი.

აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს.

მიმდინარე წელს, ასევე იგეგმება რეგიონში არსებულ 5-მდე ჩანჩქერთან და გულების ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და გადმოსახედი კოშკურის დაპროექტება, რომლის მოწყობაც უკვე შემდეგ წელს დაიწყება. ბოლო წლებში, მთიან აჭარას ჯამში 5-ზე მეტი ახალი საპიკნიკე ზონები შეემატა. ჯამში, კი აჭარაში 25-ზე მეტი ტურისტული საფეხმავლო-სათავგადასავლო მარშრუტია, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...