პარასკევი, მაისი 3, 2024

“იაგო ხვიჩიას გაახმოვანებინეს ეს მოღალატეობრივი ანტისახელმწიფოებრივი სიბინძურე” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარტია “გირჩის” ლიდერ, იაგო ხვიჩიას მიერ, აფხაზეთში მცხოვრებ, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას:

პრაქტიკულად იაგო ხვიჩიას გაახმოვანებინეს ეს მოღალატეობრივი ანტისახელმწიფოებრივი სიბინძურე რომ:”უკან მიბრუნებულმა დევნილებმა უკან რომ მოითხოვონ საკუთარი სახლები ეს არ იქნება სამართლიანიო, იქ უკვე სხვები დაიბადნენო“, ანუ ხალხი რუსის – ოკუპანტის იარაღით გამოყარეს დაჩეხეს დახვრიტეს, აწამეს, მერე იქ ჩასახლდნენ და შვილები რომ გააჩინეს, იმ “შვილის”ყოფილა საქართველო.

აი ამ შარვალში გამოწყობილი მარგარიტა სიმონიანის ანუ იაგო ხვიჩიას განცხადების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

მოკლედ ამ ხვიჩიამ “დაუკანონა” “წამრთმევს” წართმეული. ადამიანები აღშფოთებულები წერენ სოც ქსელში. ხვიჩია ბოლო იმედს შეეხო.

დღეს დამირეკა ახლობლის ოჯახმა დევნილები არიან: “დევნილები ამ იმედით ვცოცხლობთ და ეს განცხადება შემთხვევითი არ არის ეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვაო“. მე კი ვუპასუხე – ეგ იაგო ხვიჩია ოპოზიციონერი არ არის ფსევდო ოპოა და “რუსების” განცხადება გაიმეორა ანუ ათქმევინეს თქო.

ჰოდა ოპოზიციავ!! ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ იაგოს ოპიზიციად თვლით, მაშინ ეს უკიდურესი ტალახი ყველას ესხმევა, ყველა ამ ტალახში აღმოჩნდება და მერე ხალხში ნიჰილიზმიც ნუღარ გიკვირთ! წარმოიდგინეთ ხვიჩიას მაგვარი მოღალატეობრივი განცხადება – ეს რომ “რადაში” უკრაინაში ვინმეს ეთქვა?!

დაარქვით სახელი ფსევდოს!!!

ბრძოლას ასე ვერ მოვიგებთ, ვერ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული