spot_img
მთავარირეგიონის ამბებილიეტუველი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ

ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს რეგიონში. ისინი ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს გაუზიარებენ, რაც ხელს შეუწყობს ლიეტუველი ტურისტების რეგიონში მოგზაურობის სტიმულირებას. ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მუზეუმებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც აქტიურ სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე, რეგიონს უკვე სტუმრობდა პოლონელი, ებრაელი, ყაზახი, უზბეკი, თურქი, არაბი, გერმანელი, სერბი, სამხრეთ კორეელი და ლატვიელი ჟურნალისტები. გასულ წელს, კი ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...