spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გუშინ, ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული "ნაცები", "ევრონაცები", ხაზარაძე,...

“გუშინ, ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული “ნაცები”, “ევრონაცები”, ხაზარაძე, გახარია, ,”გირჩელები”, სალომე ზურაბიშვილი” – ირაკლი კობახიძე

გუშინ, რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური სპექტრის განცხადებებს კრიტიკულად აფასებს პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:

,,გუშინ, ზოგადად, ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ,,ნაცები“, ,,ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, ,,გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე.

გუშინ, მოვისმინეთ უამრავი სისულელე, ყველაფერთან ერთად. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, მეორე ფრონტზე – პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. რეალურად, ეს არის ,,ნაც.მოძრაობის“ კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას უბედურებაში გახვევდნენ.

ხომ გაირკვა გუშინ, უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სისულელე. სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს, გუშინ, ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი -ჭკუა იმაზე მაინც უნდა გეყოს, რომ გაჩუმდე, როცა ანალიზის უნარი არ გაქვს.

ეს ჭკუა ვერ გამოავლინა ვერც პრეზიდენტმა, ვერც ოპოზიციის ლიდერებმა – ვერცერთმა ვერ გამოავლინა. ამ სისულელეს ითხოვდნენ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში. რა საზღვრების ჩაკეტვა?! ჩასაკეტი იყო საზღვრები?! – ეს ხომ სისულელე იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...