spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "როდესაც თვალში გაყრიან ნაცარს, უნდა დადგე...

კახა კალაძე: “როდესაც თვალში გაყრიან ნაცარს, უნდა დადგე სათანადო სიმაღლეზე და თქვა სიმართლე”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს წამოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ.

რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც ვიმსახურებდით. შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ“, ეს არ უნდა დაუშვა:

ჩვენ იმისთვის ვართ პოლიტიკოსები, რომ როდესაც არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, ეს არ უნდა დავუშვათ. მერე რა, თუნდაც დასავლელი პარტნიორი იყოს, მათაც სიმართლე უნდა ვუთხრათ, მეგობარსაც სიმართლე უნდა ვუთხრათ.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს – შენი მეგობარი, კეთილმოსურნე თუ მტერი, როდესაც თვალებში ნაცარს გაყრიან, კეთილი უნდა ინებო, დადგე სიმაღლეზე და თქვა შენი სათქმელი. თეთრზე უნდა თქვა, რომ თეთრია, შავზე – შავია და ეს სხვებსაც უნდა გააგებინო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...