კვირა, მაისი 5, 2024

ბათუმში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

ბათუმში, მდებარე სასტუმრო “ეიფორიას”-ს საკონფერენციო დარბაზში, დღეს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

თამაშის დაწყების წინ მონაწილეებს მიესალმნენ: ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორი,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მსოფლიო ასაკობრივი ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 11 ივნისამდე გასტანს.

თითოეული ასპარეზობა 6 (08;10;12;14;16;18 წწ.) ასაკობრივ კატეგორიაში 12 ტურნირად გაიმართება.

სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონატი შემდეგი დროის კონტროლით ჩატარდება: 15 წუთი თითოეულ მონაწილეს, პირველივე სვლიდან 5 წამის დამატებით, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 5 წუთი მთელ პარტიაზე, 2 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

სწრაფ ჭადრაკში გასამართ ჩემპიონატში 35 ქვეყნის 462 მოჭადრაკე, ხოლო ელვისებურში 35 ქვეყნის 430 ახალგაზრდა მოჭადრაკე იასპარეზებს.

ჩემპიონატი – სასტუმრო “ეიფორიაში” გაიმართება, თამაშების დასაწყისი 15:00 საათი.

ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული