spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილის: "ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად!"

მიხეილ სააკაშვილის: “ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მორიგი პოლიტიკური შეფასებები ვრცელდება ფეისბუქის მის საკუთარ გვერდზე. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და რეგიონში მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებების თაობაზე კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს:

2019 წლის მაისში დილის 8 საათზე, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა.

ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა იყო ის, რომ ვუთხარი ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ პუტინის სიგიჟის შედეგად ის გახდებოდა მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერი.

ზელენსკის გულში საქართველოს უკავია ცალკე ადგილი, მაგრამ ემოციასაც რომ დავანებოთ თავი, ჩვენ ყველა უნდა ვემზადოთ უკრაინის გარდაუვალი გამარჯვებისთვის. უკრაინა და დასავლური კოალიციისთვის ოკუპირებული ზონები შავი ზღვის რეგიონში სრულიად მიუღებელი იქნება.
ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთის და შიდა ქართლის გათავისუფლებისათვის. ეს ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი, როცა რუსეთის არმია ბოლომდე იქნება ჩამოშლილი და მოსკოვში არეულობა დაისადგურებს.

ზელენსკის აქვს ფართო სტრატეგიული ხედვა და ომის შემდეგ ეს ხედვა დაეფუძნება ევროპის უძლიერეს შეიარაღებულ ძალებს და იმას რომ უკრაინის სიტყვას ძალიან დიდი წონა ექნება მსოფლიოში.

საქართველო აფხაზეთის ჩათვლით ასევე თავის მხრივ იქცევა მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველ და ძალიან მდიდარ ქვეყნად.

მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს პრეზიდენტ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ესეიგი ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.

ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...