spot_img
მთავარირეგიონის ამბებიუზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ

უზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მთიანი აჭარა, მტირალას ეროვნული პარკი, პეტრას ციხე, ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიული მუზეუმები. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტისას ჟურნალისტები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და უნიკალურ ბუნებას გაეცნენ.

უზბეკეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენები 21 მაისიდან განაახლა და კვირაში ორი სიხშირით სეზონის განმავლობაში იფრენს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების მოწვევას წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე ბათუმს უკვე სტუმრობდა ყაზახი, არაბი, ებრაელი, სამხრეთ კორეელი, სერბი ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. უზბეკი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის ორგანიზებით სტუმრობდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...