პარლამენტის რეგიონალური კომიტეტისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ეხმაურება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კოორდინირებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 ელჩის დემარშთან დაკავშირებით:
,,ევროკავშირის ელჩმა, ამ ქმედებით, მორიგი შეცდომა დაუშვა. იმიტომ, რომ იცით – ეს დემარში N2-ია.
პირველს შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ელჩებს ხელი მოაწერინეს. სავარაუდოდ, ამ ქმედებებს ერთი დირიჟორი ჰყავს, რომელმაც როგორც პირველ შემთხვევაში, შეცდომაში შეიყვანა და ამ პირველი დემარშის ავტორები სამარცხვინოდ წარმოაჩინა, ანალოგიური საქმე გვაქვს მეორე დემარშთან მიმართებაში.
საფუძველი არ არსებობს.
აქ არის ჩვეულებრივად ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


