სამშაბათი, ივნისი 17, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სრულიად შეიშალნენ თუ რა?! გაუგებარია, რაც იქ, მათთან,...

“სრულიად შეიშალნენ თუ რა?! გაუგებარია, რაც იქ, მათთან, ხდება” – ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ავიარეისების აღდგენაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კონკრეტული განმარტებები გააკეთა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებასა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით:

ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება იყო და ჩემი წინადადებაც და რაც დაკავშირებულია რიგ გარემოებასთან, მათ შორის, შვებულებების სეზონთან, მსურდა მხარი დამეჭირა ადამიანებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ თვითონ საქართველოში, ჩვენი ბიზნესისა თუ უბრალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო, სურთ იქ ჩასვლა, დასვენება და შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან და ა.შ.

ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. მე ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა – “აი, მადლობა, კარგია“. არა, იქ რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი წარმოიშვა ამ საკითხზე, რაც ძალიან უცნაურია და, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელია. როდესაც გვერდიდან ვუყურებ, [ვფიქრობ], სრულიად შეიშალნენ თუ რა?! გაუგებარია, რაც იქ, მათთან, ხდება.

მე მეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ აყენებდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიაგადაზიდვების განახლების საკითხს და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით. რაც ახლა ხდება ქვეყნის შიგნით არაა ჩვენი საქმე, თვითონ გადაწყვიტონ, რომელი გზით წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს და ა.შ.

მაგრამ ჩვენ მზად ვართ ჩენი გზა გავიაროთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და შემდგომში ყველაფერს იმის შესაბამისად გავაკეთებთ, როგორი რეაგირებაც ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს,” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“არ არსებობს, რომ მე პოლიტიკას შევეხო” – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს პოლიტიკასთან...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...