პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს!" -...

“პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს!” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების ფონზე. მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი ქორწილს საქართველოში იხდის, რასაც საპროტესტო აქციით უპასუხა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა:

,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ?! სჯობს, მან თავის უფლება-მოსილებებს მიხედოს. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო.

ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას – ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას მიანიჭა. ეს არის რეალობა.

პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს. მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს – ეს ერთი.

მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი ქსენოფობიურ კამპანიას აქეზებს, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის, ვითომ ხალხის გამარჯვებად – ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: ირაკლი კობახიძის მიერ ყვარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისას, ფაქტი ქსენოფობიად შეაფასა, რასაც მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნა, რომ “განცხადებები, რაც მოვისმინე ბატონი კობახიძისგან… არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ-პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადზე თითქმის ნახევარი არის, ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს – 70-80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...