კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია100 წლის და მეტი ასაკის ხე-მცენარეებისათვის ბუნებრივი ძეგლების...

100 წლის და მეტი ასაკის ხე-მცენარეებისათვის ბუნებრივი ძეგლების სტატუსის განსაზღვრა, მოვლა-პატრონობა, მკურნალობა, “გაშვილება” – შორენა ლობჟანიძის საკანონმდებლო წინადადება

მპგ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“-ს დამფუძნებელმა – შორენა ლობჟანიძემ დღეს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლითაც ითხოვს ,,100 წლის და მეტი ასაკის ხე-მცენარეებისათვის ბუნებრივი ძეგლების სტატუსის განსაზღვრას, მოვლა-პატრონობას, მკურნალობას, დაცვას და ,,გაშვილება“-ს“:

,,ცივილიზებულ ქვეყნებში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაცული 100 წელს მიტანებული და მეტი ასაკის ხე-მცენარეები. არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით: აწარმოებენ მონიტორინგს, ახორციელებენ მოვლა-პატრონობას, პოპულარიზაციას და როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებული ბუნებრივი ძეგლების დაცვას.

ზოგადად, ხეების დაცვა ძველი ევროპული ტრადიციაა. ამის ცოცხალი მაგალითია, ინგლისში ჯერ კიდევ XVI საუკუნის დასაწყისში, ელისაბედ I-ის მიერ დარგული მუხების დღემდე არსებობა. ბრიტანეთში სახელმწიფოს მიერ დაცული 1500 ბუნებრივი ძეგლი ანუ ხე-მცენარეა, რომელთაგან, მხოლოდ 32 სახეობაა ენდემური.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ბრიტანელებმა ერთ-ერთ ხე-მცენარეს უმკურნალეს სპეციალური ბეტონით და მუხას იცავენ, ხოლო უსაფრთხოების მიზნით ტოტების ქვეშ გაკეთებული აქვს დაახლოებით 20 ცალი ბჯენი.

ჩემი საკანონმდებლო წინადადების არსი მდგომარეობს საქართველოში ,,100 წლის და მეტი ასაკის ხე-მცენარეებისათვის ბუნებრივი ძეგლების სტატუსის განსაზღვრას, მოვლა-პატრონობა, მკურნალობა, დაცვა და ,,გაშვილება“, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თავისი, თუმდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ბუნებრივი ძეგლების აღმოჩენის, დაცვასა და მოვლა-პატრონობაში, სანახაოებრივი ინტერესის სფერო გახდება ტურისტებისთვის, ხოლო 100 წელს მიტანებული და მეტი ასაკის ხე მცენარეები სისტემატიურად განახლებადი მონაცემების რეესტრი საშუალებას მოგვცემს თვალი ვადევნოთ მათ მდგომარეობას“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...