spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აქტიური ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აქტიური ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების, მიმტანებისა და გიდებისთვის ატარებს. მიმდინარე კვირიდან კი ტრენინგების საგაზაფხულო სესიები სასტუმროების ადმინისტრატორებისთვისაც დაიწყება. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე http://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ.

წელს, პირველად ჩატარდა ტრენინგები დამწყები თურქულენოვანი გიდებისთვისაც, რომლებმაც გიდის პროფესიასთან ერთად ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით მიიღეს თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა. ჯამში, ზოგადად გიდების გადამზადებისას 35-ზე მეტი დამწყები გიდმა გაიარა ტრენინგები. რაც შეეხება, ტურისტულის სექტორის სხვა წარმომადგენლებს მათ ცოდნა სერვისის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიუმჯობესეს. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება. წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებთან ერთად მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებსა და ვორქშოპებს გეგმავს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...