კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე - მე ამ საქმეს...

“ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე – მე ამ საქმეს არ მოვეშვები!” – გიორგი ვაშაძე ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ საქმეზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე განცხადებას აკეთებს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი პასუხისმგებელ უწყებებს კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებისაკენ მოუწოდებს:

,,ქოც-ცენტრის საქმეზე დამატებითი გარემოებები ვლინდება, რომელიც ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ამ საქმის გაყალბებაშია ჩართული, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაში.

პირველი – ,,ტვ პირველის” გადაცემაში მიხეილ არახამიას მეუღლე პირდაპირ ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საქართველოში აღარ იმყოფება; მეორე – ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან დატოვა საქართველო, რაც თავისთავად ეჭვს ქმნის, რომ ეს ადამიანი ან დაარეგისტრირეს, ან ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე ქვეყნიდან გაიყვანეს. ამის შემდგომ ხდება ამ ბრალდების შეთითხვნა ჩემს წინააღმდეგ.

მეორე – იუსტიციის სამინისტროს კომპანია რეგისტრირებული აქვს მისამართზე, რომელიც მას [მიხეილ არახამიას] აღარ ეკუთვნის და სარეგისტრაციო დოკუმენტებში, საჯაროდ, საერთოდ არ იძებნება ახალი მესაკუთრის თანხმობა. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელიც ასევე არ ეკუთვნის მას.

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, გაასაჯაროოს – კონკრეტულად, როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველოს ფარგლები.

მივმართავ იუსტიციის მინისტსა და სამინისტროს – გაასაჯაროოს მტკიცებულება, თუ რატომ მოხდა ამ კომპანიის რეგისტრაცია, ფაქტობრივად, ყალბ მისამართზე.

სწორედ ეს მიუთითებს, ორკესტრირებულ, შეთითხნილ იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის უკანაც ფაქტია ჩანს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა და აპარატი დგას, რომელიც ამ ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამჟღავნებამდე საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს აწვდის, რომელიც დღემდე აბსოლუტურად მავნებლურად, მონაცემების გაყალბებით, კვლავ ცდილობს ამ საქმესთან ჩემი და ჩემი ძმის სახელის დაკავშირებას კვლავ ცდილობს.

ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე – მე ამ საქმეს არ მოვეშვები!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...