პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაღაც საშუალო გამომიყვანეს რემბოსა და ჩე გევარას შორის"...

“რაღაც საშუალო გამომიყვანეს რემბოსა და ჩე გევარას შორის” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ტელეკომპანია იმედის გადაცემა “იმედის კვირა”-ში, ახალგაზრდულ ბანაკებთან დაკავშირებით და პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის მიმართ, გასულ ნეგატიური რეპორტაჟს კონკრეტული განმარტებებით და მწვავე შეფასებებით ეხმაურება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:

TV Imedi-ში მოკალათებულმა ბიძინას ჯიბის პროპაგანდისტებმა მორიგი იაფფასიანი ბოდვა აკინძეს რუსულ სტილში ჩვენთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ, ამერიკული რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით (IRI), ახალგაზრდებს ვამზადებთ შეიარაღებული გადატრიალებისთვის.

რაღაც საშუალო გამომიყვანეს რემბოსა და ჩე გევარას შორის.

რამდენიმე განმარტება ამ ნამუშევართან დაკავშირებით:

რევოლუციაზე, ხელისუფლების ცვლილებაზე, უზურპატორების მოშორებაზე და ა.შ. საუბარი არის ჩვეულებრივი რამ. ასეთ თემებზე სულ ვლაპარაკობთ და ვილაპარაკებთ რა ბოდვებიც არ უნდა შეკერონ ბიძინას მონებმა.

მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ რომელიმე ბანაკის მონაწილე მკითხავს აზრს ბანაკის მსვლელობისას დღევანდელ მთავრობაზე, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და სხვა, მაგრამ ბანაკების, სადაც მე ერთერთი მიწვეული სპიკერი ვარ ხოლმე, შინაარსი ეს არ არის. იქ ახალგზრდებს ასწავლიან პოლიტიური იდეოლოგიების, ეკონომიკის, სამართლის საწყისებს. არანაირი რევოლუციის მოწყობა არ განიხილება და ამას დაადასტურებს ნებისმიერი ვისაც გაუვლია ეს ბანაკი.

იმედის სიუჟეტში გასული აუდიო ჩანაწერები გაკეთებულია სხვადასხვა ლოკაციებსა და შეხევდრებზე (არა ბანაკებიდან), რაც ნიშნავს რომ ყველგან დაგვსდევს და გვითვალთვალებს სუსი
რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველგან და ყოველთვის ვლაპარაკობთ იმას რასაც ვფიქრობთ.

ეშინიათ და კარგია რომ ეშინიათ. ვიღაცას აქვს იქით საკმარისი ჭკუა და ესმის რომ ჩვენი უნდა ეშინოდეს.

რაც შეეხება კადრებს სადაც ჩანს იარაღი:

ეს კადრები აღებულია სხვა ბანაკებიდან, რომლებთანაც IRI-ს შეხება არ აქვს. იარაღთან მოპყრობის და უსაფრთხოების კურსი ხშირად არის ჩვენი ბანაკების პროგრამის ნაწილი. ამ კურსს უძღვებიან იარაღთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. ჩვენ წლებია ვითხოვთ იარაღთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, რადგან:

1. გვჯერა თავდაცვის უფლება განუყოფელია სიცოცხლის უფლებისგან;

2. ოკუპირებულ ქვეყანაში რაც მეტი ადამიანი იქნება შეიარაღებული და ეცოდინება იარაღთან მოპყრობის წესები, მით უკეთესი.

ეს პოზიცია არასოდეს დაგვიმალავს, პირიქით, ყველა საარჩევნო პროგრამაში გვაქვს საჯაროდ გაცხადებული.

ბოდიშის გიხდით ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, ვინც ამ სინდისისგან დაცლილ დროში უანგაროდ გვეხმარებით ასეთი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში და ახლა თქვენსკენაც წამოვიდა ამ ნაბიჭვრების ნასროლი ტალახი.

ამ ბოდვას რამდენიმე მიზანი აქვს:

1. საზოგადოების დაშინება, მორიგი სფრთხობელის შექმნა, რადგან ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელსაც კი რაიმე პოზიტიურის შეთავაზების უნარი რუსულ ოცნებას არ გააჩნია;

2. ჩვენი გაშავება;

3. რაც მთავარია და ზუსტად ჯდება რუსული ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდის ნარატივში – “დასავლეთი საქართველოში სისხლიან რევოლუციას აფინანსებს” ნარატივის შექმნა.

ბოლო &ლე უნდა იყო, ეს რომ ჭამო

აქვე, კიდევ ერთხელ ვთავაზობ იმედს მისვლას და ლაივში ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას
თუ არა და თქვენი უსინდისო პროპაგანდისტი დედაც მოვ*ყან კიდევ ერთხელ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურა ჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, მის ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...