spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს" - ზურაბ...

“გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს მისი მორიგი გონების კარგვის ეპიზოდზე. ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება-განმარტება გააკეთა კლინიკა ,,ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ:

,,პაციენტის მდგომარეობა, კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა. ყველა პარამეტრი, ეს იქნება ჰემოდინამიკური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, არის ნორმის ფარგლებში.

რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს ვიცით პაციენტის გადმოცემით, როგორც მან აღნიშნა – ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება. არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმმა, როგორც მორიგე პერსონალი გადმოგვცემს – გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია.

პაციენტის გადმოცემით იყო გონების კარგვა. ამიტომ მე ამას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ.

რაც შეეხება რკინის მაგიდას – პაციენტი, რომელიც იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ პრაქტიკულად არ დგას და არ არის იმ სივრცეში. არანაირი დაზიანება არ ეტყობა, გარეგანი დათვალიერებით, არანაირი დაზიანების კვალი არ არის.

თქვენ იცით, რომ იქ კანონიერად ხდება 24 საათის განმავლობაში ჩაწერა, არსებობს კადრები და შეგიძლიათ მიმართოთ. კადრების ჩაწერას აწარმოებს პენიტენციური სამსახური.

გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს…“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვაქვს იმედი, რომ არც მომავალში მიატოვებთ ქართველ ხალხს ამ დიდ ბრძოლაში” – შალვა ნათელაშვილის...

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღია წერილით მიმართავს უკრაინის...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...