spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე..."...

“ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე…” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმე გაგზავნილია. მოლოდინებთან დაკავშირებით ისაუბრა ჟურნალისტებთან კომენტარში მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ და კონკრეტულ შეფასებები გააკეთა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე:

,,დროებითი გადავადება – ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ეს ჯანმრთელობა. თუკი აქვს, თუკი დარჩა მას ეს შანსი – არ ვიცი…

მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

მე, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე… უკვე რამდენი ხანია ვამბობ, რომ ეს საჩქაროა, საჩქაროა, მაგრამ იწელება. ჩემდა გასაკვირად, რაღაცნაირად უძლებს ადამიანი ჯერ-ჯერობით.

მე, პირადად, იმედი მაქვს [სტრასბურგის სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების], მაგრამ ვნახოთ, ვიდრე არ მივიღებთ რაღაც შედეგს ვერაფერს ვერ გეტყვით”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...