spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა, მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა...

“მინდა, მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი” – ნანა მალაშხია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 7-9 მარტის საპროტესტო აქციაში მონაწილე ,,ქალი ევროკავშირის დროშით” ღირსებით მედლით დააჯილდოვა. ნანა მალაშხიამ სიტყვით გამოსვლის დროს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტსა და მოსახლეობას:

,,მინდა, მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა “რუსული კანონის” წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი – პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისაგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა და უმცირესობების უფლებები, უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჰქვია.

მინდა მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ. ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასთან და სოლიდარობასთან უკრაინასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ თქვენ გამოიყენებთ ყველა რესურს და ბერკეტს ქვეყნისათვის ამ ურთულეს მომენტში. აუცილებლად, ჩვენ ერთ დღესაც გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი.

მე ამის მჯერა!

დიდება საქართველოს! დიდება ჩვენ გმირებს! დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ნანა მალაშხიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...