ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გვაქვს ჩვენ სტატუსი, იქნებ...

“იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გვაქვს ჩვენ სტატუსი, იქნებ ისეთი განცხადებების გამო, რომელსაც ამ ტრიბუნიდან თქვენ ამ წუთებში აკეთებდით?” – თამარ კორძაია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

მაინტერესებს, რა ტიპის ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც თქვენ ამ წუთში კრიმინალურ ევროპას უწოდებთ? დღეს რომ ხვდებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის სახელმწიფომ 1 მლნ 300 ათასი გამოგვიყო ტექნიკური მხარდაჭერისთვის, აი, იმ ევროპას ეძახით თქვენ კრიმინალების მფარველებს,” – ამ რეპლიკით მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლის შემდეგ.

თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად ვიმსახურებდით ჩვენ სტატუსს, გეთანხმებით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გვაქვს ჩვენ სტატუსი, იქნებ ისეთი განცხადებების გამო, რომელსაც ამ ტრიბუნიდან თქვენ ამ წუთებში აკეთებდით. იქნებ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის გამოც ჩვენ აღარ გვაქვს სტატუსი.

როდესაც პარტნიორი ევროპელები მილიონებს გაძლევენ იმისათვის, რომ მერე ასეთი წერილობითი ანგარიში მოგვაწოდოთ პარლამენტში და გვთხოვენ, არ მივიღოთ რუსული კანონი, თქვენ ამას ეძახით დეზინფორმაციას, აი, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვაქვს ჩვენ კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კონფერენცია – “საქართველო, უკრაინა და თანამედროვე მსოფლიო”

16 მარტს დაგეგმილი კონფერენციის თაობაზე განმარტებებს აკეთებს "მოძრაობა -...

“მომავალში უფრო მეტი წარმატებები გვექნება ღვთის წყალობით, უფრო მეტი გამარჯვება და შევძლებთ, რომ ყოველთვის,...

ქართველი მოკრივე, გიორგი ჭიღლაძე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს: ,,საკმაოდ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...