spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არის თუ არა "ქართული ოცნების" ხელწერა ადამიანების ფსიქოლოგიური...

“არის თუ არა “ქართული ოცნების” ხელწერა ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორი? არის, რა თქმა უნდა!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია მმართველ პარტიასთან მიმართებაში მწვავე ემოციურ შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს:

არის თუ არა ,,ქართული ოცნების” ხელწერა ადამიანების ფსიქოლოგიური ტერორი? არის, რა თქმა უნდა და ზუსტად ასეთ ტერორს შეეწირა დედაჩემი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს! ოღონდ მანამდე პოლიციელის ზეწოლის საფუძველზე 2016 წელს დემურ სტურუას ჩამოახრჩობინეს თავი, 2019 წელს კი ლუკა სირაძე გადმოხტა მე-9 სართულიდან. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ნუგზარ ფუტკარაძეს გაუსკდა გული, როდესაც მის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია…

და შედეგად რა? იას საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილი გახარია ერთ წელიწადში პრემიერად არ დააწინაურეს, ეთერებში არ ყელყელაობს და ლამის საოცნებო რესპოდენტი არ არის, თუ ოპოზიციონერობას არ აჯერებს უამრავ გამოთაყვანებულს?!

ცნობისთვის, დემურ სტურუას საქმეზე პოლიციელი გაამართლა უზენაესმა სასამართლომ, ლუკა სირაძის საქმეზე ქალბატონი ჩოლოიანი მხოლოდ თვალისასახვევად ,,დასაჯეს”, სინამდვილეში კი არავის, თუნდაც თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, არ დამდგარა, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება მგონი არც დაწყებულა. ეს ჩამონათვალიც გრძელია…

ჩემი სოლიდარობა დავით ტურაშვილს, სრულად მესმის მისი გულსიტკივილი და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საზოგადოებას კი მეტი სოლიდარობისკენ, თუნდაც უცნობის ადამიანების მიმართ მეტი თანადგომისკენ მოვუწოდებდი. კარგად გვახსოვს ზემოთ ჩამოთვლილი გვარები? ამ ადამიანებს მეტად რომ დავდგომოდით გვერდში, შემდეგი არც ერთი მსხვერპლი არ იქნებოდა.

იქნებ დავფიქრდეთ ამაზეც“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...