spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე ნამდვილად იყვნენ ევროპაში, უმაღლესი...

“ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე ნამდვილად იყვნენ ევროპაში, უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდათ სტრასბურგსა და ბრიუსელში და ყველა შეხვედრაზე ითხოვდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას” – პაატა მანჯგალაძე

მმართველი პარტიის მხრიდან, სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით, გამოთქმულ ბრალდებებს მწვავე საპასუხო პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე:

ქართული ოცნება” აგრძელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და ბოლშევიკური ცილისმწამებლური მეთოდებით ცდილობს იმ ადამიანების გაშავებას (ხალხის მტრებად გამოცხადებას) რომლებიც არიან საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული არჩევანის დამცველები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

გასაკვირი არ არის, რომ ამ ცილისმწამებლურ კამპანიაში ჩართულები არიან “ქართული ოცნების” მიერ 500-ლარად დაქირავებული ე.წ. ექსპერტები, არც ის, რომ ამ კამპანიას შეუერთდა ქალბატონი წილოსანი, პატივცემული მათიკაშვილი, რომ თითქოს, როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის “ტროიკა” ევროპაში დადის იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებდი, რომ არ დამენახა ოლიგარქისთვის პარლამენტის თავმჯდომარეც კი ერთი-ერთი ინსტრუმენტი, ერთი ჩვეულებრივი “ტროლ-ბოტია”, რომელიც ფუნქციებით არაფრით განსხვავდება 500-ლარიანი ვითომ ექსპერტი ნიკოლაიშვილისა და ქართველიშვილისგან.

ახლა რაც შეეხება სიმართლეს: ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე ნამდვილად იყვნენ ევროპაში, უმაღლესი დონის შეხვედრები ჰქონდათ სტრასბურგსა და ბრიუსელში და ყველა შეხვედრაზე, ყველა დერეფანსა თუ კაბინეტში ითხოვდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რასაც ნამდვილად უშლის ხელს “ქართული ოცნება” და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ავტორი: ანა მოსაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...