spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთადერთი დღის წესრიგი, რაც უნდა არსებობდეს პარლამენტში, არის...

“ერთადერთი დღის წესრიგი, რაც უნდა არსებობდეს პარლამენტში, არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება” – “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”

„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტის ერთადერთი დღის წესრიგი უნდა იყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრებმა განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ „ლელოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე კვირას, არანაირი სამუშაო პროცესი არ წარმართულა.

ევროკავშირიდან ჩამოსული დელეგაციები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღეს რომ შეფასება კეთდებოდეს რომელი პუნქტებია შესრულებული ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან, შეფასება საკმაოდ მძიმე იქნებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ უმრავლესობას – დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას იმიტომ, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არანაირი შანტაჟის ენა, არანაირი ტყუილი პროპაგანდა არ დაგეხმარებათ იმაში, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, 12 პუნქტის შესრულება საქართველოს პარლამენტისთვის რეალურად არ წარმოადგენს პრიორიტეტს. მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაიწყონ „ლელოს“ მიერ დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან მუშაობის შედეგად შეჯერებული სასამართლო ცვლილებების პაკეტის განხილვა.

ლელოს“ მიერ ასევე, ინიცირებულია ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული ანტიკორუფციული პაკეტი. ჩვენ ძალიან მკაცრად მოვითხოვთ, რომ დაიწყოს ამ ინიციატივების განხილვა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...