spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვინდა ევროინტეგრაცია და ამისკენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ...

“გვინდა ევროინტეგრაცია და ამისკენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ ღირსება, მშვიდობა და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა მოხდეს ღირსების, იდენტობისა და მშვიდობის შენარჩუნებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა:

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და სუვერენიტეტი. გვესმის მოწოდებები სანქციებთან მიერთებაზე, ომში ჩართვაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია და ამისკენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ ღირსება, მშვიდობა და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში ამაყად სიარული უნდა. ხოლო ვისაც გაქვთ ცალ ფეხზე დგომის სურვილი, ეს თქვენი სურვილია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, თავად ივლის თუ არა ევროპაში, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ევროპაში ყველამ უნდა ვიაროთ ღირსებით და არა მონებად“.

რატომ არ უნდა ვიარო? რა თქმა უნდა, უნდა ვიაროთ ყველამ. არა ცალ ფეხზე და მონებად, არამედ უნდა ვიაროთ ღირსეულად და თავაწეულებმა. ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნიდან, რომელსაც ჰქვია საქართველო. უამრავი წარმატებული ადამიანი გვყავს, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა და ღირსებით უნდა იაროს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იმსახურებდა, როდესაც უარი გვითხრეს. ჩვენ შევასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგვცენ სტატუსი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...