spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივცდილობთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსული...

ვცდილობთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსული სცენარი საქართველოში არ განხორციელდეს, რისი გაკეთებაც უნდა “ქართულ ოცნებას” – გიორგი ვაშაძე

სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს. “სტრატეგია აღმაშენებლის”, “დროას” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერები შარლ მიშელის ოფისთან, ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან და 12 რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფებთან გამართავენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები იქნება. შესაბამის შეფასება-განმარტებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:

სამი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს, ეს არის შარლ მიშელის ოფისთან, ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხებზე და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის “დიჯინეარი”, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზე მუშაობს და ანგარიშებს ამზადებს 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მთავარი მიზანი ამ შეხვედრებზე არის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იყოს სიცხადე რეფორმების თვალსაზრისით, რომ ეს თაღლითობა, მოტყუებები, რაც ახასიათებს “ქართულ ოცნებას”, არ გაუვიდეს.

ჩვენ ხომ ვხედავთ, როცა მკაფიოა რა არის გასაკეთებელი, მათაც ხალხის ძალისხმევით უწევთ ამის გაკეთება?! ამ მექანიზმის მოქოქვას ვცდილობთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსული სცენარი საქართველოში არ განხორციელდეს, რისი გაკეთებაც უნდა “ქართულ ოცნებას”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...