spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნება" არ გამოხატავს ქართველი ხალხის...

გიორგი ვაშაძე: “ქართული ოცნება” არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არ არის მოტივირებული წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ

ევროპაში სამუშაო ვიზიტით მყოფი სამი ოპოზიციური პარტია “სტრატეგია აღმაშემებელი”, “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” შეხვედრებს მართავს სხვადასხვა დონეზე. მორიგი შეხვედრის შემდეგ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:

შევხვდით ევროპარლამენტის წევრებს, რენიუს პოლიტიკური ჯგუფიდან, რომლებიც ევროპარლამენტში უნგრეთს, რუმინეთს და დანიას წარმოადგენენ.

ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რუსულ კანონთან დაკავშირებულ საკითხს და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს.

ევროპარლამენტარების ძირითადი გზავნილია, რომ ფასადური რეფორმებით და ფასადური ცვლილებებით ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება, ამიტომ საჭიროა რეალური რეფორმები „ქართული ოცნების“ მხრიდან!

მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ ყველამ დაინახა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და განსხვავებით ხელისუფლებისგან, მომართულია ევროპისკენ.

და კიდევ ერთი დასკვნა – „ქართული ოცნება“ არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არ არის მოტივირებული წაიყვანოს ქვეყანა ევროპისკენ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...