spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთადერთი სწორი და გონივრული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის...

“ერთადერთი სწორი და გონივრული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის გაწვევა” – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი განმარტებებს აკეთებს ,,ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებული ,,უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. ასევე, თეა წულუკიანი საუბრობს მომავალ თაობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დღეს, ახალგაზრდები გადაწყვეტილებას წნეხისა და ბულინგის ქვეშ იღებენ. მისი შეფასებით, სიმშვიდისთვის აუცილებელია ინფორმირებული ღირსეული თაობას აღზრდა:

,,ჩემი აზრით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ გამოცდილებით ვმსჯელობ, რაც მაქვს – დასანანი, სანანებელი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ხალხისა და ჩვენი ქვეყნისათვის ჰქონდეს საკმაოდ მძიმე შედეგი.

იმ კონტექსტში ერთად-ერთი სწორი და გონივრული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის გაწვევა. სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მაგრამ შედეგიც ასევე უნდა გვესმოდეს – რა დადგა.

ყველას გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებას – ყველას. პირველ რიგში – პროფესურასა და ლექტორებს, აკადემიურ პერსონალს იმისათვის, რომ როდესაც გავა წლები, ყველა იყოს მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ აღზარდა ღირსეული მომავალი თაობა.

ღირსეულ მომავალ თაობაში, პირველ რიგში – იგულისხმება ინფორმირებული მომავალი თაობა, რომელიც შემდეგ ინფორმირებულად, თავისუფლად, დამოუკიდებლად და არა ვინმეს წნეხის ან ბულინგის ქვეშ, მიიღებს, ამის ღრმა რწმენა მე მაქვს, საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელ გადაწყვეტილებას.

პრობლემა არის, როდესაც ის არ არის ინფორმირებული ან იმყოფება გაუგონარი და არნახული წნეხის ქვეშ, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...