მარტის მოვლენების გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს “ტაბულა მედიას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ბიძინა ივანიშვილი ახლა არის თავში ჩარტყმული.
რაღაც მოინდომა და ვერ გაიტანა – თან ძალიან მომხიბვლელი ხალხი დაუპირისპირდა.
დიდხანს ასე ვერ დარჩება, ჩამოიშლება თუ ძალა არ გამოასხივა – კონფორმისტებზე დგას, გულწრფელი რეაქციონერების ბაზა არ ყოფნის.
ამიტომ აუცილებლად იქნება მისგან მანევრი, რომლითაც შეეცდება ძალა აღიდგინოს – სხვანაირად ვერ გადარჩება.
ჟანრის ლოგიკაც მაგას ითხოვს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.