spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არჩევის პროცესი, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატია - არჩევაა...

“არჩევის პროცესი, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატია – არჩევაა თუ დანიშვნა?!” – მარიკა არევაძე სახალხო დამცველის არჩევაზე

სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე, პარლამენტის მიერ, აღნიშნულ პოსტზე, ახალი კანდიდატის განხილვის პროცესს ეხმაურება და თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას აფიქსირებს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით:

სახალხო დამცველის არჩევა ხდება ისე, რომ:

– ბუნდოვანია თუ რომელი წესის შესაბამისად ხდება არჩევა და რატომ ამ წესით;

– გაუგებარია კანდიდატების წარდგენის ზღვრული ვადები;

– საინტერესოა, რატომ ხდება მოქმედი პოლიტიკოსის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის კანდიდატის განხილვა და ა.შ.

ეს ყველაფერი კი ახალ სახალხო დამცველს უკვე აყენებს ლეგიტიმაციის პრობლემის წინაშე. რაც არავის, მით უფრო ქვეყნის ინტერესში არ შედის“, – აცხადებს მარიკა არევაძე და ასევე აღნიშნავს, რომ:

–  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 (3) მუხლის შესაბამისად განისაზღვრა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი. ამ მუხლის საფუძველზე გამოიცა პარლამენტის თავმჯდომარის 1/415/22 (14.09.2022წ.) ბრძანება „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატურების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. სწორედ ამის ფარგლებში წარიმართა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და არ იქნა არჩეული ახალი სახალხო დამცველი.

– საყურადღებოა, რომ არც რეგლამენტის 228 (3) მუხლში და არც თავმჯდომარის ბრძანებაში არსად არ არის მითითებული, რომ ამ დროებით წესს აქვს გამოყენების ერთჯერადი ხასიათი. ორივე დოკუმენტში საუბარია, რომ დროებითი წესის გამოყენება ხდება 2022 წელს წარმოქმნილ სახალხო დამცველის ვაკანტურ პოზიციაზე.

– პარლამენტის რეგლამენტის 205 მუხლის 13-ე ნაწილი ამბობს, რომ – „თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება“. ხოლო, რეგლამენტის დროებითი წესის 6-ე ნაწილი ამბობს, რომ – „პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. სხვა შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება“. თუმცა არაფერს ამბობს ხმის მიცემის ჩავარდნის შემდგომ პროცედურებზე.  

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს მუხლი (228 (3)), ანუ არჩევის დროებითი წესი მიღებული იქნა დროებითი გამოყენების და არა ერთჯერადი გამოყენების მიზნით, რომელიც მაღალი ალბათობით ითვალისწინებდა 2022 წელს დაწყებული და ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე გაგრძელებული – არჩევის დროებით წესს.

საყურადღებოა, რომ:

– თავად სახალხო დამცველის შესახებ კანონის მე-8 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ – „არ შეიძლება საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში“. აქ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას, მას შემდეგ რაც იქნება არჩეული სახალხო დამცველად, თუმცა თუ კანონის სიტყვა სიტყვით განმარტებას გავცდებით და კანონის ამ ჩანაწერს განვმარტავთ მიზნის შესაბამისად, მაშინ გამოვა რომ მნიშვნელოვანია ომბუდსმენობის კანდიდატის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მათ შორის კანდიდატი, ანუ პირი ვისაც სურს გახდეს სახალხო დამცველი – არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის კანდიდატობის პერიოდშიც.

– ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის საკითხი, რომლის მე-12 პუნქტი პირდაპირ ამბობს – „ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს“.

– არჩევის პროცესი, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატია – არჩევაა თუ დანიშვნა?!“ – ნათქვამია მარიკა არევაძის განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...