spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმ რეალობაში ვართ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პირდაპირ...

“იმ რეალობაში ვართ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პირდაპირ არის მოწადინებული, რომ იყოს ჩართული სახელმწიფოს მართვაში” – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ტვ ,,იმედის” გადაცემაში ,,იმედი Live” საუბრობს არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაზე, თუ რატომ უნდა იყვნენ ანგარიშ-ვალდებულები და რომ უნდა წარმოადგინონ შემოსავლების დეკლარირებული ვარიანტი, რასაც ,,უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

,,რაც მე წავიკითხე, ეს ქართული კანონპროექტი – ყველაფერი ეხება იმას, რომ არასამთავრობო სექტორს და ისიც იმ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში – არა, თუ მათი შემოსავლის 20% არის უცხოეთიდან მომდინარე, გიჩნდება ვალდებულება, რომ დეკლარირდე, მაგრამ საქმიანობა არ გეკრძალება.

მთავარი არის ის, რომ გვინდა თუ არა არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა? ვისაც ეს არ უნდა, ამაზე გაგვცენ პასუხი – რატომ?! თანაც, ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს, არამედ არასამართლებრივ ენაზე რომ ვთქვა – ორგანიზაციების ანუ ,,ააიპ”-ებს, პირდაპირ წერია კანონის პროექტში.

თუ სახელმწიფოს წინაშე შენ, კანონით არ გაქვს რაიმე ვალდებულება, სახელმწიფო ვერ შემოგივარდება ვერც სახლში, ვერც ტელევიზიაში და ვერც ორგანიზაციაში. ეს შევარდნები იყო ადრე.

იმ რეალობაში ვართ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პირდაპირ არის მოწადინებული, რომ იყოს ჩართული სახელმწიფოს მართვაში. თუ შენ გინდა, რომ იყო სახელმწიფოს მართვაში ჩართული, თუ შენ მე უნდა მიბრძანო, ხელისუფლებას რა ვაკეთო – მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ, ასეთი კანონი მივიღო თუ ისეთი – უნდა გქონდეს რაღაცა ტიპის ანგარიშ-ვალდებულება, იმ საზოგადოების წინაშე, რომლის სიკეთისთვისაც შენ გინდა, რომ მართო საჯარო პროცესები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...