spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავითარი "ხალხის ძალა" არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების"...

“არავითარი “ხალხის ძალა” არ არსებობს, არსებობს “ქართული ოცნების” საინფორმაციო დივერსიების ჯგუფი” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნებიდან“ განდგომილი დეპუტატების, მოძრაობა ,,ხალხის ძალის“ საქმიანობისა და მათ მიერ ინიცირებულ ე.წ. ,,უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ კანონპროექტზე:

,,დავიწყოთ იმით, რომ არავითარი ,,ხალხის ძალა“ არ არსებობს, არსებობს ,,ქართული ოცნების“ საინფორმაციო დივერსიების ჯგუფი. ყოველდღე აწყობენ დივერსიას. მერე მთელი ყურადღება გადადის ამ რაღაცა ცრუ დილემების წინაშე, რასაც ეს ხალხი იგონებს.

ახლაც სრული აჯაფსანდალი ჰქონდა წარმოდგენილი ქალბატონს ,,ხალხის ძალისგან’’, რომ თურმე საქართველო იმყოფება ჰიბრიდულ ომში მთელ მსოფლიოსთან – ასეთი რამ პირველად გავიგე. ასევე თქვა, რომ საქართველოს ჰყავს ბევრი მტერი, მათ შორის, რუსეთი ყოფილა ერთ-ერთი მტერი. ქვეყანა, რომელიც 30 კილომეტრში დგას და ყოველდღე გვემუქრება, ეს ყოფილა ერთ-ერთი მტერი.

თურმე ამ ადამიანებმა, უნდა დაგვიცვან ჰიბრიდული საფრთხეებისგან, რომელიც გვემუქრება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისგან, რომელშიც განაცხადი შევიტანეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ. ასეთ ბოდვას ვისმენთ ქართული სახელის და გვარის მქონე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში არიან რუსები.

როგორ შეიძლება ამაზე შეგუება, როცა საქართველოს აქვს სერიოზული რისკები რუსეთისგან?! ისინი ჩვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ ამერიკისა და დასავლეთისკენ. თითქოს საფრთხეები მოდის ამერიკისა და რუსეთისგან.

ეს კანონიც, რომელიც შემოიტანეს არის რუსული. რატომ არის რუსული? – იმიტომ, რომ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას არ სჭირდება უცხოეთის გავლენის აგენტებად ვინმეს სადმე რეგისტრაცია.

ეს არის პუტინის მონობა! ეს არის პუტინისთვის კუდის ქიცინი! ეს ადამიანები, სამწუხაროდ, დღესაც არხეინად აგრძელებენ ამ კუდის ქიცინს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...