ვის და რატომ მოუხადა ბოდიში ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:
,,პუტინთან რაიმეს შეთვლას – ბოდიშის თუ მადლობის და ა.შ., ამის შესახებ მე არაფერი მსმენია. არ ვყოფილვარ არც თანამონაწილე რაიმე ამ ტიპის საუბრის.
ერთადერთი მობოდიშების თემა მახსენდება, როდესაც ეს ეხებოდა არა რუსეთს და რუსეთის ლიდერს, არამედ ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საკითხს, რომლის თაობაზე სწორედ საპარლამენტო ანსამბლეაზე რეზოლუციას, რომელშიც უფლებების დარღვევის თაობაზე, მხარი დაუჭირა ჩვენმა დელეგაციამ. მაშინ ხელმძღვანელი იყო თინა ხიდაშელი.
კი, იყო მაშინ ასეთი ნათქვამი, რომ იმ ქვეყნის და არა რუსეთის ლიდერთან მობოდიშება მოუწია ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი ამ პოზიციის გამო. თუმცა, იქვე ისიც ითქვა, რომ ,,კი, ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს, იქ პოზიციონირება ჩვენ არ უნდა შევცვალოთ“.
ივანიშვილი არსად არ წასულა პოლიტიკიდან, ვერ წავიდა პოლიტიკიდან და ესაა პრობლემა. დიახ, მას ჰქონდა გავლენები, რაც გამოიხატებოდა შესაძლოა ჩემთან კვირაში ერთხელ ზარით და რაღაცის მოკითხვით, ვიღაცასთან შეიძლება დღეში 30-ჯერ. 2015 წელს პრემიერი რომ შეიცვალა – ღარიბაშვილი წავიდა და კვირიკაშვილი მოვიდა. ახლა ჰგონიათ, რომ უსუფაშვილმა გადააყენა ღარიბაშვილი და მოიყვანა კვირიკაშვილი?! რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენები საშინაოზეც და საგარეოზეც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ინფორმაციისთვის: ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წლების წინანდელი ნათქვამი გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ფაქტის გამო, იგი იძულებელი გახდა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისთვის ბოდიში მოეხადა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


