spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სრულიად ცხადია, ივანიშვილის ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც...

“სრულიად ცხადია, ივანიშვილის ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო” – ნიკა გვარამია

სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წერილი ვრცელდება უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით:

მეგობრებო!

როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი გმირ უკრაინელ ხალხთან ერთად ზეიმობს ბოროტების დამარცხებას, როცა დღეს ყველა, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს დგას ერთადაა და იქ არის, სადაც დღეს თავისუფლება ცხოვრობს და მეფობს – კიევში, ამ დროს ჩვენი სამშობლო ბოროტების ზენიტშია ჩაფლული! დღეს საქართველო არ არის იქ, სადაც სიკეთეა და დგას იქ, სადაც ბოროტია, მარცხია და უპერსპექტივობაა. აღმოჩნდა, რომ არც საქართველოს პრეზიდენტი და არც მთავრობა ოფიციალურად არ მიუწვევიათ სიკეთის და გამარჯვების ამ საყოველთაო ზეიმზე. რომ უკვე მთელი დასავლეთია შეთანხმებული, რომ ჩვენი ადგილი იქ აღარაა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს დასასრული უკვე აქ არის, ერთი ხელის გაწვდენაზე!

დღეს ასევე გავრცელდა აშშ-ის საელჩოს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, რომელიც გმობს დიქტატორ პუტინს, და, ასევე, ერთი შეხედვით, უკრაინის გამარჯვებასთან კავშირში არმყოფ საკითხზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ პუტინის ყველა მიმდევარი დიქტატორი (სწორედ ამ სიტყვას იყენებს საელჩო) იმავე შეცდომებს იმეორებს და იგივე ბედი ელის – საერთაშორისო იზოლაცია და მარცხი. არა მგონია, საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ცხადი არ იყოს, თუ ვინ და რა იგულისხმება ამ ტექსტში – ივანიშვილი თავისუფალი სამყაროს ლიდერის, აშშ-ს მიერ იზოლაციონისტ დიქტატორადაა გამოცხადებული და მისი ბედიც პუტინის ბედის თანაზიარად. იზოლაციონიზმზე ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმაც.

როგორც უკვე სრულიად ცხადია, ივანიშვილის ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ ეს ახლა მეათეხარისხოვანია.

ახლა, საქმე იმაშია, ისევე მიყვება ჩვენი სამშობლო მის შეშლილ მცირე დიქტატორს ისტორიულ საფლავში, როგორც რუსეთი თავის შეშლილ უდიდეს დიქტატორს, თუ ჩვენ მას ერთიანი ძალებით გადავარჩენთ!

დიახ, საქმე ახლა მხოლოდ ამაშია! დიახ, ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია!
ქართულ მდინარეს წყალი აღარ ჩააქვს სიკეთის ოკეანეში, ის დღეს აყროლებულ რუსულ ჭაობს კვებავს და ასაზრდოებს!

ამას ჩვენი სამშობლო არ იმსახურებს! ამას ჩვენი დიდი წინაპრები არ იმსახურებენ! ამას ჩვენი მომავალი თაობები არ იმსახურებენ! ჩვენ კი, თუ სამშობლოს გადასარჩენად არაფერს ვიზამთ, ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ჩვენთვის რუსეთს ემეტება და, დიახ, ვთქვათ სიმართლე – დასავლური ოჯახის წევრობას არ ვიმსახურებთ!

დასავლეთს ვერ მოვატყუებთ! ისტორიას ვერ მოვატყუებთ! დროს ვერც შევაჩერებთ და ვერც უკან დავაბრუნებთ! და ნურც ვეცდებით! ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი – ვიმოქმედოთ, რათა შევცვალოთ! ვიმოქმედოთ არა ხვალ და არა ბრიუსელში თუ ვაშინგტონში! ვიმოქმედოთ აქ და ახლა!

კიდევ ერთხელ, ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა გმირ უკრაინელ ხალხს და მათთან ერთად მებრძოლ ქართველ კაცებს და ქალებს!
ნიკა 212-ე საკნიდან“, – ნათქვამია ნიკა გვარამიას გზავნილში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...