spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრობისა, ნუ...

“თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრობისა, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას ” – კახა კალაძე თეა წულუკიანზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თეა წულუკიანის უწყების მხრიდან სპორტის ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და წულუკიანთან კალაძის დაპირისპირებას ეხებოდა.

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას თეა წულუკიანთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კი ინფორმირებული არ არის:

დავიწყოთ იქიდან, რომ თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრული ურთიერთობისა. რაც შეეხება იმას, რომ სპორტულ ფედერაციებს შეწყვეტილი აქვთ დაფინანსება, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოება რომელიღაც ფედერაციასთან.

რასაც მეკითხებით, არ არის სწორი ინფორმაცია და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ავრცელებთ სიცრუეს.

მე თუ მეკითხებით, მე გცემთ პასუხს ამაზე და თუ ჩემი პასუხი არ გაკმაყოფილებთ, თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მე ვერ შევალ თეას საქმიანობაში. თეა არის წარმატებული მინისტრი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და მას დაუსვათ კითხვა.

მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სპორტში და არა მარტო სპორტში, თუნდაც კულტურის, ხელოვნების სფეროში და ასე შემდეგ. კულტურის საბჭო აგრძელებს მუშაობას ყველანაირი შეფერხების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...