spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში უპრეცედენტოა, 2022 წელს...

“ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში უპრეცედენტოა, 2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში” – თორნიკე რიჟვაძე

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარის რეგიონში უპრეცედენტოა. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება:

2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატვირთულობის კოეფიციენტი. 2022 წლის განმავლობაში დატვირთულობა განთავსების ობიექტებში 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 15.5%-ით, ბრენდულ სასტუმროებში 22 %-ით, ხოლო კერძო ბინებში დატვირთვა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36 % -ით აღემატება.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიწყებთ როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებას, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას – ეს ეხება როგორც ბათუმს, ასევე ეხება პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტს აჭარის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების ეფექტურად განხორციელების შედეგად, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ტურისტულ ნაკადებს და შესაბამისად შემოსავლებს“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2023 წლის იანვარი შემოსული გადასახადების შედეგად მიღებული შემოსავლების მხრივ იყო რეკორდული აჭარისთვის. მიმდინარე წლის იანვარში 50 მილიონი ლარი შემოვიდა ბიუჯეტში, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდს 100% აღემატება

2023 წელს, რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: World Travel Awards -ს დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონია; ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალური ასამბლეა და 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

შსს: “საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

“ბევრი დაგროვდა უბრალოდ, თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა, კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში” –...

სამართალდამცავ სისტემაში მომხდარ ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს იხსენებს “ოპოზიციის ალიანსის”...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...