spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული კობახიძის განცხადება არა მარტო ტყუილი,...

“უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული კობახიძის განცხადება არა მარტო ტყუილი, არამედ ანტისახელმწიფოებრივია” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, მიგრაციისა და დემოგრაფიული პრობლემების თაობაზე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება:

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული კობახიძის განცხადება არა მარტო ტყუილი, არამედ ანტისახელმწიფოებრივია.

ჯერ იყო დაიწყეს საუბარი, რომ თითქოს არაფერს გვაძლევს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როცა კანდიდატის სტატუსის გარეშე არ არსებობს ევროკავშირის წევრობა და ყველა ის სიკეთე, რასაც ევროკავშირი მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ეხლა კი უსინდისოდ იმას ამტკიცებენ, რომ არა უვიზო მიმოსვლა არ გვექნებოდა ამხელა მიგრაცია-ო, რომ თურმე ხალხის ქვეყნიდან მასიური გადინება ხდება არა მძიმე ყოფის და „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეებისთვის შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიური პირობების გამო, არამედ უვიზო მიმოსვლით, რაც იაფასიანი და მავნე ტყუილია. მაშინ როცა ბოლო წლებში ემიგრანტების დიდი წილი ამერიკაზე მოდის, რომლებიც საქართველოდან გაღწევას არა ვიზით, არამედ მექსიკიდან, არაადამიანური, დამამცირებელი და სიცოცხლისთვის საშიში პირობების გავლით ცდილობენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო პერიოდის განცხადებებისა და ქმედებების შემდეგ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენს ევროპულ არჩევანს, ეროვნულ ინტერესს თითქმის იგივე მასშტაბის ზიანს აყენებენ „მშვიდობიანად“, რაც კიტოვანმა და იოსელიანმა იარაღით მოუტანეს საქართველოს.

სწორედ ამიტომ, არ უნდა შევეგუოთ ამას და 24 თებერვალს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოსთვის, უკრაინისთვის და იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილ საქართველოს წარმოვადგენთ ჩვენ და არა ივანიშვილის კაცის კაცუნების ხელისუფლება”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...