spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: "დღეს უკეთესი საქართველო გვაქვს, ვიდრე ეს...

არჩილ თალაკვაძე: “დღეს უკეთესი საქართველო გვაქვს, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ და ამას ადასტურებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები”

დღეს გვაქვს უკეთესი საქართველო ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ და ამას ადასტურებს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის პირობებში განახორციელა.

ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დღეს საქართველოს კონსტიტუციაში გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის ბევრად ძლიერი გარანტიები. ჩვენ მივიღეთ შრომის ახალი კანონმდებლობა, შრომის კოდექსი, წარმატებით გავატარეთ სასჯელაღსრულების რეფორმები და საქართველოს პატიმრების ორჯერ ნაკლები რაოდენობა ჰყავს, ვიდრე ჰყავდა.

საქართველოს პარლამენტმა მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რაც ევროპულ სივრცეშიც კი არის სამაგალითო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც არაერთხელ იყო აღნიშნული, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ჩვენ შევცვალეთ კანონმდებლობა, გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, აგრეთვე გვაქვს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით ახალი კანონმდებლობა.

ეს ყველაფერი პირდაპირ არის საქართველოს წინსვლა ევროპისკენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...