spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავით უსუფაშვილი: "ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ბოლოს ალბათ...

დავით უსუფაშვილი: “ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ბოლოს ალბათ იმით შეფასდება, შევძელით თუ არა ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით”

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის შედგენისას პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან კონსულტაცია უნდა გაიმართოს და მათი სათქმელიც გაახმოვანოს:

მიმაჩნია, რომ ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობა სულ ბოლოს რომ შეფასდება, ალბათ შეფასდება იმით, შევძელით თუ არა ჩვენ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. აქამდე ვიღაცამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ვიღაცამ ნატო-ს კარზე დააკაკუნა, ვიზალიბერალიზაციას მიაღწია და ასე შემდეგ, ანუ ეპოქალური მოვლენები მოხდა. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით არა მარტო გასული წელი, არამედ მომავალი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

შარშან კარგი გავაკეთეთ, რომ მივმართეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ წარმოვიდგინოთ ამ მიმართვისას ჩვენ რომ ვყოფილიყავით შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების პროცესში და არა იმ ვითარებაში, რომ ყოფილმა მმართველმა პარტიამ ფეხი ითრია და არ შეუერთდა ამ დოკუმენტს, რამაც დღევანდელ მმართველ პარტიას მისცა ამ შეთანხმებიდან გამოსვლის საბაბი. ამიტომ აღმოვჩნდით იმ ვითარებაში, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების პროცესში კი არ ვიყავით, რომელიც ავტომატურად ყველაზე წინ დაგვაყენებდა და მივიღებდით ამ სტატუსს, არამედ უკან დაგვხია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია 12 პუნქტთან დაკავშირებული მსჯელობა და კონსენსუსი, რომელიც ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს ქვეყანას.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...