spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“როცა ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, ჩვენი ვალია მოვთხოვოთ...

“როცა ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, ჩვენი ვალია მოვთხოვოთ და პასუხი ვაგებინოთ მათ” – პაატა მანჯგალაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ ანგარიშს ეხმაურება და ხელისუფლებას კონკრეტული პრობლემებისკენ მიუთითებს:

ის რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ არის ცრუ საქმის და ცრუ საქმიანობის ანგარიში, რომ თითქოს 298 კანონი მივიღეთ და ამით ქვეყანა განვითარდა.

როცა ყოველი მესამე მოქალაქე მზად არის გაიქცეს ქვეყნიდან, წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია ინფლანციამ, სიღარიბემ, ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და დიდია ალბათობა რომ დავკარგოთ ქვეყნის ევროპაში გაწევრიანების, ევროპული უსაფრთხოების, ევროპული ცხოვრების დონის, ევროპული კომფორტის, სამუშაო ადგილების შექმნის შანსი, ამ დროს მიღებული კანონების სტატისტიკით თავმოწონება არის ცრუ საქმე და სირცხვილი.

როცა ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, ჩვენი, მოქალაქეების ვალია მოვთხოვოთ და პასუხი ვაგებინოთ მათ.

არ შეიძლება ადამიანის წამება და მოკვდინება ვაქციოთ პოლიტიკური ცხოვრების წესად, არ შეიძლება დროებითი ვითომ კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ღალატი იქცეს ნორმად.

და თუ ჩვენ ამას შევეგუებით და არ გვექნება პროტესტი, ჩვენ არ ვიქნებით ნეიტრალური დამკვირვებლები არამედ გავხდებით თანამონაწილეები ამ ყველაფრის რადგან დავუშვით და შევეგუეთ ამას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...