spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა დამშვიდდეს - მე ნამდვილად ვიცი ერთი რამ,...

“ყველა დამშვიდდეს – მე ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას” – ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის გადამწყვეტი სასამართლო პროცესი ხვალ, 6 თებერვალს გაიმართება. გადაწყვეტილების მოლოდინში კი მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართავს, ამასთან ყველას მოუწოდებს, რომ იფიქრონ საქართველოზე:

,,ყველა არ არის სინდისგარეცხილი. ყველა არ არის უნასუმო და მორალ გარეშე. [მოსამართლემ] შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი, თუ არ გადადგამს შემდეგ უნდა წავიდეს სასწრაფოდ სტრასბურგში. სტრასბურგში დადებითი შედეგი იქნება და სტრასბურგის პარალელურად უნდა მისდევდეს ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

მე რომ ვიყო, მაგალითად, კომისიის რაღაცის თავმჯდომარე – ესე [ჟესტით ახდენს დემონსტრირებას] მოვუწერდი ხელს. მიშას კი არა, ნებისმიერს.

მინდა, მივმართო ყველას – იფიქრეთ საქართველოზე! მიშას დაინვალიდება, ღმერთმა არ ქნას დაღუპვა, ძალიან ბევრ უკუპროცესებს გამოიწვევს…

ამ დროს, როდესაც ასეთი კაცია დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა. აი, ეს მწყინს. არის – მე იქით, შენ იქით, ან შენ ეს გინდა, მე ის არ მინდა. გაერთიანდით, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე და მერე დაჯექით – ენა, აზროვნება იმისთვის არის, რომ არცერთ ამათგანს არ აკლია არ აკლია არც ლოგიკა, არც განათლება. მოილაპარაკეთ და გაინაწილეთ – ქვეყნისთვის იზრუნეთ, ხალხო, ქვეყნისთვის!

ყველა დამშვიდდეს. მე ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას. ჩვენ გვქონდა ლაპარაკი – ,,მე ქართულ პოლიტიკაში არასოდეს აღარ ვიქნები, ძალიან ნაწყენი ვარ“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...