spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100 ლარიანი ნამატი...

“ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100 ლარიანი ნამატი ხელფასი?!” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროს ტყუილ დაპირებებში ადანაშაულებს:

საჯარო საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს ჯერ კიდევ 2020 წლის ტყუილი დაპირება არ ჰქონდათ დავიწყებული, როცა მორიგი საზეიმო დაპირება მიიღეს. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისა და საქართველოს მთავრობის გარეკლამებული განცხადებებით შეიტყვეს, რომ 2023 წლიდან 100 ლარით მოემატებოდათ ხელფასები.

რა მოხდა რეალურად? მარტივად, ხელისუფლებამ მორიგი იმედგაცრუებისთვის გაიმეტა ეს ადამინები და დაპირებული 100 ლარიანი მატების ნაცვლად 25 ან უკეთეს შემთხვევაში 35 ლარიანი ზრდა აესახათ. 10-15%-იან სახელფასო ზრდა დააჯერეს აღმზრდელის თანაშემწეები, რომელთა ხელზე ასაღები ხელფასი 290 ლარს შეადგენდა.

გასული წლის ბიუჯეტით დილის ცვლის აღმზრდელების ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარს, ხოლო მეორე ცვლის აღმზრდელის, რომელიც საათ ნახევრით ნაკლებ დროს ატარებს ბაღში, 230 ლარს შეადგენდა.

დაპირებული 100 ლარის ნაცვლად, დღეს მეორე ცვლის აღმზრდელებს 35 ლარი დაემატათ და თანხა გაუთანაბრდა საქსტატის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს 253 ლარს. ამას სახელმწიფო ხელფასს არქმევს და ბაღის თანამშრომლებს, რომლებსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ დასცინის კიდეც! ისმის ლოგიკური კითხვა, ვინ შეჭამა ბაღის თანამშრომლებისთვის დაპირებული 100 ლარიანი ნამატი ხელფასი?!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...