spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"NDI-ის კვლევამ ნათლად დაგვანახა, რომ "ქართული ოცნების" ანტიქართული,...

“NDI-ის კვლევამ ნათლად დაგვანახა, რომ “ქართული ოცნების” ანტიქართული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა რეალურად არ მუშაობს” – გიორგი ვაშაძე

NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებას ახდენს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავჯდომარე, გიორგი ვაშაძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უმნიშვნელოვანესია კონკრეტული პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტაზე მუშაობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს:

NDI-ის კვლევამ ნათლად დაგვანახა, რომ “ქართული ოცნების” ანტიქართული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა რეალურად არ მუშაობს.

საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ომი უკრაინაში პუტინის რუსეთმა დაიწყო, რუსეთი არის აგრესორი და მხარს უჭერენ უკრაინას. ასევე, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს ვერ შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” დაადგა აშკარა ღალატის გზას, მათ ვერ შეძლეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა არჩევანის შეცვლა. უფრო მეტიც, ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია, ხოლო ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა კვლევასთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა.

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი მტერია. მმართველი ძალის მხრიდან საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, აღნიშნულ საკითხთან მიმართებითაც არ შეცვლილა საზოგადოების დამოკიდებულება, უფრო მეტიც, გამოკითხულთა თითქმის 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საჭიროა სავიზო რეჟიმის შემოღება.

ასევე, გამოკითხულთა 70 პროცენტი აცხადებს, რომ ხელისუფლება ან არაფერს აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ან რასაც აკეთებს არასაკმარისია.

ეს ყველაფერი ერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს, მოსახლეობის უმეტესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიაჩნია, რომ რუსეთი მტერია. ასევე თვლიან, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთში ინტეგრაციისთვის ფაქტობრივად არაფერს აკეთებს.

იმისთვის, რომ საზოგადოების ეს განწყობა გარდაისახოს ოპოზიციური პარტიების რეიტინგში, საჭიროა, ჩვენ ვესაუბროთ ადამიანებს მათთვის პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომლებიც მათ პრობლემებს მოაგვარებს.

კვლევა ასევე მიუთითებს, უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ იმ პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტას, რაც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს. არ უნდა მივცეთ “ქართული ოცნების” პროპაგანდას შესაძლებლობა, რომ მთავარი საკითხებიდან ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავიტანოთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...