spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადაცილდა" - ზურაბ...

“ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადაცილდა” – ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა ,,ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ცენტრ ,,ემპათიას” და მის დირექტორს, მარიამ ჯიშკარიანს მიმართავს, კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთავამს და აცხადებს, რომ მათი რეკომენდაციით აცხადებს პაციენტი უარს სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებზე:

,,სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალურობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.

მივმართავ ორგანიზაცია ,,ემპათიას” და პირადად მის ხელმძღვანელს – ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს! პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს.

კალორაჟი, ეს ყველაფერი შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის, ექიმების მიერ. ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა – პირდაპირ ვამბობ, ესეც ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა.

ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადაცილდა.

პარენტერალურ კვებაზეც პაციენტმაც უარი განაცხადა. თვითონ ჯიშკარიანი აცხადებდა, რომ პარენტერალურ კვებაზე არ დათანხმდება იმიტომ, რომ კლინიკას არ აქვს ამის გამოცდილება.

კლინიკას, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, თუმცა აქამდე ადვოკატი ამტკიცებდა, რომ არ აქვს რეანიმაციული განყოფილება, როგორ შეიძლება არ ჰქონდეს პარენტერალური კვების გამოცდილება?!

ჩვენ გვყავს უძლიერესი რეანიმატოლოგების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი პროცედურა შეასრულონ”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...