spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლების მიზანია, რომ სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს”...

“ხელისუფლების მიზანია, რომ სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს” – გიული ალასანია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარში კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. მისი განმარტებებით იუსტიციის მინისტრს არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია:

,,არ ვიცი, ბატონ რატის ვისგან აქვს ეს ინფორმაცია. იმიტომ, რომ მე ყოველ ჯერზე გამოვდივარ და რაც მთავარია – მე მოწმე ვარ ყველაფრის. რა “თვითდაზიანებაც” ეს არის – ძალიან კარგად ვხედავ.

რეკომენდაცია არის, უნდა ჭამოს, მიიღოს კალორიები. რომ ვერ იღებს – რა ვქნათ?! აი, ეს არის მისი ავადმყოფობა. არ თანხმდება [პარენტერალურ კვებას], რადგან ყველა მხრიდან ესმის, რომ საავადმყოფოს არ აქვს ამის გამოცდილება.

მადლობა ღმერთს, რომ გვყავს პატიოსანი ექიმები. ყველა ექსპერტი, მე ამის უკვე მერამდენედ გამეორება მიხდება, ვინც იყო ჩართული იმ კონსილიუმში, ყველა ერთი და იგივეს ამბობს. მათ აღმოაჩნდათ პროფესიული კეთილსინდისიერება და მივიღეთ ის დასკვნები, რომლებიც შეესაბამება რეალობას.

ხოლო ხელისუფლების მიზანია, რომ სააკაშვილი არსად, არსად აღარ არსებობდეს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...