მიხეილ სააკაშვილის პროცესზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოზიციას, სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ეხმაურება “ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე.
“დავიღალე…
და დღეს პირველად შემეშინდა, მიშას სიტყვები რომ მოვისმინე, გული ჩემი უკრაინას ეკუთვნის და თუ გამარჯვებას ვერ მოვესწარი, იქ დამარხეთო!
განაჩენივით გაისმა დარბაზში და წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა!
ხვალ შენც შეგრცხვება – შენ, ვინც უძლურ და მომაკვდავ პრეზიდენტზე ღლიცინებ‼️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.